სს ბიოქიმფარმი

დამკვეთის მიერ მიღებული იყო გადაწყვეტილება მომხდარიყო ფაგების კვლევითი ინსიტუტის ისტორიულ შენობაში საწარმომს დატოვების და მისი რენოვაცია/რეკონსტრუქციის დაწყების, რათა მას ეპასუხა ეროვნული და ევროპული GMP-ის სტანდარტისათვის. რეკონსტურქციის პროექტის მოსამზადებლად განსაზღვრული იყო ექვსი თვე. აქედან, სამი თვე გამოიყო ტექნოლოგიური პროექტის მოსამზადებალად.

ყველა ფაქტორი, რაშიც მოიაზრება არსებული საწარმოო შენობა (1938 წელს აშენებული) და საწარმოოს განლაგება (სამსართულიანი შენობის მეორე სართულზე, რომელშიც დამკვეთს მხოლოდ აღნიშნული სართულის ერთი ფლიგელი ეკუთვნის), იწვევდა ბევრ გამოწვევას საინჟინრო სისტემების და კომუნიკაციების პროექტირებაში, ხოლო შემდგომ მის აღსრულებაში.

სირთულეების მიუხედავად შეიქმნა საწარმოს რეკონსტრუქციის სრული პროექტი, რაც მოიცავს:

  • მანქანა - დანადგარების შერჩევას

  • სათავსების გეგმარების მომზადებას

  • საწარმოო, ლაბორატორიული სათავსების და სასაწყობე მეურნეობის ტექნოლოგიური პროცესების პროექტირებას (მასალების, პერსონალის, ნარჩენების მოძრაობის ნაკადური სქემები)

  • საინჟინრო სისტემების დასაპროექტებლად ტექნიკური დავალებების მომზადებას

რეკონსტრუქციის მიმდინარეობის დროს ხორციელდებოდა სამუშაოების ზედამხედველობა.

დამკვეთისთვის მიწოდებულ იქნა იტალიური ბრენდის Frimed-ის მაცივრები და საყინულეები. ასევე, ტემპერატურის ფარდობითი ტენიანობის ჩეხური ბრენდის Comet-ის მზომი საშუალებები და მუდმივი მონიტორინგის სისტემა.